ფორმა - ვარდსიფერი
(საცალო ფასი)
კუბური ფორმის კერამიკული მაგიდა სათავსოთი.
Cubico-ს ეს მოდელი სუფთა არქიტექტურული გეომეტრიისა და ფუნქციური დიზაინის სინთეზია. ხელით მოპირკეთებული კერამიკული ფილების მკაფიო სტრუქტურა ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერში დახვეწილ, კონცეპტუალურ აქცენტს აჩენს.
მაგიდის მინიმალისტური კონსტრუქცია მოიცავს ინტეგრირებულ სათავსო სივრცეს, რომელიც იდეალურია თქვენი საყვარელი წიგნების, ჟურნალებისა თუ მცენარეების განსათავსებლად. მონოლითური ბაზა და მაღალი ხარისხის გლაზური უზრუნველყოფს ზედაპირის მდგრადობას, ნაკაწრებისადმი გამძლეობასა და მარტივ მოვლას.
თითოეული ნივთი მზადდება ინდივიდუალური შეკვეთით. მოდელი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და ზომაში, თქვენი სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მახასიათებლები:
- დიზაინი: მულტიფუნქციური გეომეტრიული დიზაინი ღია სათავსოთი
- ზედაპირი: მაღალი ხარისხის პრიალა კერამიკული ფილა / ტენგამძლე კონსტრუქცია
- მდგრადობა: სითხისა და ნაკაწრებისადმი გამძლე, მარტივად წმენდადი ზედაპირი
- გამოყენება: იდეალურია როგორც ჟურნალების (ყავის) მაგიდა მისაღებში, ასევე საწოლისპირა ტუმბო ან დამოუკიდებელი არტ-ობიექტი
- ზომა : 30 სმ × 40 სმ / სიმაღლე 50 სმ